ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატები დროის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ
საქართველო, თბილისი - 15:32 | 13.02.2018 ნანახია: 1368
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატები ბრალდების მხრიდან დროის ხელოვნურად გაჭიანრურებაზე მიუთითებენ. საუბარია ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის შედეგებზე, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს, რათა საქმეში დამოუკიდებელი ექპერტების ჩართვა მოახერხონ.
,,ვფიქრობ, ხელოვნურად ჭიანრუდება შედეგების წარდგენა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე 6 თვეში უნდა დადგეს განაჩენი. ბრალდების მხარე უნდა ცდილობდეს დროში მოესწროს აღნიშნული ექსპერტიზის პასუხების მოსვლა მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება სა ჩვენი ექსპერტიზა როგორ მოესწრება,არ ვიცით. მოგეხსენებათ, უცხოელი ექსპერტების მოწვევას და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ვაპირებთ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა. ვიდრე ეს ექპერტიზა არ დასრულდება და შედეგები არ გადმოგვეცემა, ალტერნატიულ ექსპერტიზას ვერ ჩავატარებთ. ამ ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს მგავარ კითხვაზე, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს - რამდენი დანა იყო გამოყენებული",- განაცხადა ჟურნალისტებთან ეკატერინე მაჭარაშვილმა.
დღევანდელი პროცესი ბრალდების მიერ წარდგენილი მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. წინა პროცესზე მისი დაკითხვა მხოლოდ ბრალდების მხარემ მოასწრო. დღვანდელ პროცესზე კი მოწმეს დაცვის მხარე დაკითხავს.
პროცესის დაწყებამდე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი არ გაუკეთებია დაცვის მხარის ბრალდებაზე, რომ ბრალდების მხარე ექსპერტიზის შედეგების წარდგენას ხელოვნურად აჭიანურებს.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















