ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა
საქართველო, თბილისი - 10:49 | 14.02.2018 ნანახია: 1274
ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მისი თქმით, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, მერიაში ვერ იმუშავებს.
„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები, სამწუხაროდ.
კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას.
კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.
მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლობის მუშაობის ხარისხზე.
არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
შესაბამისად, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება.
ირაკლი ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლებული იყვნენ თანამდებობებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, შეიძლება ვიღაცას რაღაცა გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს.
„ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ ამ ქალაქს. უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები ადამიანების. რა თქმა უნდა, მე მესმის, შეიძლება ვიღაცას რაღაცა გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრძანდნენ და მაქსიმალურად რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ორ ადამიანთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















