გათხრითი სამუშაოებისას უსაფრთხოების ბადეებით შემოფარგვლა კომპანიებს დაევალათ
საქართველო, თბილისი - 18:02 | 20.11.2015 ნანახია: 2274
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წინადადების საფუძველზე, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ სანებართვო დოკუმენტაციაში 2015 წლის 15 ნოემბრიდან შევიდა ცვლილებები.
ახალი რეგულაციის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციას დაემატა დანართი#2-ში გათხრითი სამუშაოებისას უსაფრთხოების ბადეებით შემოფარგვლა და ასევე კომპანიებს დაევალათ სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები აცნობონ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის გათხრით სამუშაოებს აწარმოებს, ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები და უსაფრთხოების წესები, კერძოდ მოხდეს ობიექტის ბადეებით შემოფარგვლა. რაც შეეხება ბადეების ფორმას, ზომასა და სხვა მახასიათებლებს, არ განსაზღვრავს მერია და ამაზე ზრუნავს თავად კომპანია.
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის შემაერთებელი გზის მიმდებარედ არსებულ ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია სწორედ ხაზობრივი ნაგებობების გათხრით სამუშაოებს აწარმოებს, სამუშაოების დაწყება სანებართვო პირობების გათვალისწინებით ეცნობა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოახდინეს შემოფარგვლა ობიექტის უსაფრთხოების ბადეებით.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ამ მიმართულებით ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაემორჩილონ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის - 1523 მუხლით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
საჯარიმო სანქციები ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















