Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award - გახსნითი ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:23 | 19.02.2018 ნანახია: 1482
Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის გახსნითი ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა.
Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს. Social Impact Award-ის პარტნიორია საქართველოს ბანკი. აღნიშნული თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება.
2018 წელს პროგრამა ფართოვდება, ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი). გარდა ამისა, Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა სიას საერთაშორისო სამიტის მასპინზლობის ლიცენზია, რომელიც გაიმართება 2018 წლის ნოემბერში. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეყნის გამარჯვებული გუნდი, რაც ნიშნავს 200-მდე ახალგაზრდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. გასულ წელს ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. საბოლოოდ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურ სოციაურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP.
“Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით,” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
„საქართველოს ბანკი, მეორე წელია მხარს უჭერს პროგრამა Social Impact Award-ს, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის შესახებ, როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე შედეგზე ორიენტრიებული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს SIA-სთან თანამშრომლობა წარმატებული იყო, რადგან პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა იქნა განხილული. საბოლოოდ კი, საქართველოს ბანკმა, 3 გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადასცა, გრანტის სახით. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია თავად მუშაობს სწორედ სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე და ჯამში 2 წლის განმავლობაში, 10 პროექტი დააფინანსა, სოციალური მეწარმეობის კუთხით“ - განაცხადა საქართველოს ბანკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















