ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა
საქართველო, თბილისი - 15:47 | 21.11.2015 ნანახია: 2054
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები.
“ალექსანდრე ქართველი არის გამორჩეული გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანები. მათ ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები. მათი სახელებით ამაყობენ სხვა ერები და ჩვენ კი სამწუხაროდ გვავიწყდება ისინი. მინდა გავიხსენო ამერიკაში ვიზიტი, როდესაც შევხვდი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაშინ არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით,“–განაცხადა პრემიერმა ექსპოზიციის ნახვის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი დაერქვა. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის.
„ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 100 ქართველის ბიოგრაფიულ ცნობებს და მათი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მათ მაგალითებზე აღიზარდონ ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, ამ გამოფენის ნახვის შემდეგ, ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რომ თავადაც შექმნან რამე ნოვატორული. მსგავს საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ყველამ, მათ შორის მედიამ,“–აღნიშნა პრემიერმა.
ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული”.
პრემიერ–მინისტრმა შვილებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში განთავსებული იარაღისა და არქეოლოგიური საგანძურის დარბაზებიც დაათვალიერა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















