რუსეთი განაგრძობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც მსოფლიოსთვის მოაქვს არასტაბილურობა -ტილერსონი
საქართველო, თბილისი - 10:09 | 13.03.2018 ნანახია: 1095
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთის ყოფილ ჯაშუშზე სერგეი სკრიპალზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„მსგავს თავდასხმას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალქის მკვლელობის მცდელობას არასდროს აქვს გამართლება და ჩვენ აღშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებების დემონსტრირებას ისევ ახდენს. უკრაინიდან სირიამდე, ახლა კი დიდ ბრიტანეთამდე, რუსეთი განაგრძობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც მსოფლიოსთვის მოაქვს არასტაბილურობა, რომელიც მოქმედებს ღიად და გაუფრთხილებლად სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ტილერსონმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადება სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან რუსეთის კავშირის შესახებ აშშ-სთან იყო კოორდინირებული.
„შეერთებული შტატები კონტაქტში იყო ჩვენს მოკავშირეებთან გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნულ განცხადებამდე. იყო სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს შორის. სრულებით დარწმუნებულნი ვართ დიდი ბრიტანეთის გამოძიებასა და მის შეფასებებში, რომ რუსეთი პასუხისმგებელია თავდასხმაში და ნერვულ-პარალიტური გაზის გამოყენებაში, რომელიც სოლსბერში გასულ კვირას მოხდა“, - აღნიშნა ტილერსონმა.
ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალის მოწამვლასთან კავშირი დიდი ალბათობით რუსეთის სახელწმიფოს აქვს.
მან რუსეთს დღეს საღამომდე მისცა დრო განმარტებების წარსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ზომების გატარების პირობა დადო. ხვალ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მეი პარლამენტს რუსეთის მიმართ დაგეგმილ ზომებს წარადგენს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















