პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 13:57 | 24.11.2015 ნანახია: 2180
მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა ხელოვანებსა და მეცნიერებს მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში იჩენენ.
„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ეს არის მადლობა იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც წლებია, აკეთებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბატონ გივი ბერიკაშვილს გადაეცემა რუსთაველის პრემიას მისი მრავალწლიანი, განსაკუთრებული, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით “, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.
საქართველოს ეროვნული პრემიები ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს - ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს - სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის „ო,უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს - ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულთეატრში დადგმული სპექტაკლისთვის - „როგორც გენებოთ“.
მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ - ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი - ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები“; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ველის კვანტური თეორიისძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა“; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტიმამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა დამკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში“; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















