კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება
საქართველო, თბილისი - 14:07 | 24.11.2015 ნანახია: 2252
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზა, ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პროექტ "პანორამა თბილისს" უკავშირდება სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრას უკავშირდება.
„კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისათვის, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა: ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდებარე ტერიტორია.
სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ქალაქსა და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ბუნებრივია, დგება ალტერნატიული გზების გაჩენის საკითხი, რათა ცენტრალურ ქუჩებზე განიტვირთოს მოძრაობა და თავიდან იქნეს აცილებული საავტომობილო კოლაფსი. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქი აღნიშნული საფრთხის წინაშე 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც დადგა და შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, გადაადგილების ალტერნატიული გზების არ არსებობა იყო. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ შინდისი და მიმდინარე დასახლებები, საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე დადგა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელების საჭიროება, რაც, თავისთავად, გულისხმობს არსებული გზის გაფართოებასა და ბუნებრივია, დგება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის საკითხი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ხეების ნაწილს გადავრგავთ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ კი 2015 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, დაირგვება 1000 ძირი 2 მეტრამდე სიმაღლის, 6 წლიანი ფიჭვის და 3 მეტრამდე სიმაღლის 4000 ძირი იფანის ნერგი, 3 წლიანი მოვლა-პატრონობის გარანტიით. 2016 წლის გაზაფხულზე როგორც მინიმუმ, 15 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება. ტერიტორიის გამწვანების ფარგლებში, დაირგვება როგორც ფიჭვის, ასევე სხვა ადგილობრივი სახეობების ნერგები, რაც ხელს შეუწყობს ტყის კორომის მდგრადობას.
რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, ამ ეტაპზე წარმოებს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის სამუშაოები, 2016 წლიდან კი, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, მისი კაპიტალურად შეკეთება და, ამასთან, 7 მეტრი სიგანის ახალი გზის მშენებლობა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა დაიწყება ნადიკვრის მეორე შესახვევიდან და პირდაპირ უერთდება სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პანორამა თბილისის პროექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















