დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტი დანიაში გაემგზავრა
საქართველო, თბილისი - 14:46 | 26.11.2015 ნანახია: 2047
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემორმხრივი შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან იენსენთან. შეხვედრა დანიის სამეფოში, ქ.კოპენჰაგენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძეს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა დანიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა საგარეო საკითხებში ლონე ვისბორგმა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხზე. დანიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გეგმის შესრულების კუთხით განხორციელებული სამუშაო. კრისტიან იენსენმა და ლორე ვისბორგმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დანიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.
შეხვედრებზეიმსჯელეს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მხარეების მიერ აღინიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომელიც არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა. შეხვედრებზე დანიურმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.მხარეებმა, აგრეთვე იმსჯელეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში–„საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი: მიმდინარეობა და პერსპექტივები“ (Georgia’s EU and NATO Integration Process: State of Play and Prospects).
ღონისძიებას ორგანიზაციის წევრი ანალიტიკოსები, ექსპერტები და კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















