„8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება“ - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:57 | 27.11.2015 ნანახია: 2118
მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება–საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება იყო ახალი ხელისუფლების დაპირება, რაც შესრულდა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.
„ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათების ამოქმედების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გაიზრდება ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა,"–განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.
"აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გაგრძელდება „აწარმოე საქართველოსთვის" პროგრამის მხარდაჭერა. დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო და 600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა. გვქონდა 3 წლიანი პროგრამა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და გადავწყვიტეთ, რომ გაისადაც გავაგრძელოთ ეს პროგრამა. ასევე გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა „დანერგე მომავალი". კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















