არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას კალათბურთელები სტუმრობდნენ
საქართველო, თბილისი - 11:25 | 27.11.2015 ნანახია: 2029არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, განხორციელდა.
საკალთბურთო მატჩს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრნენ.
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების განხორციელება მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებისთვის.
,,არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ, ამიტომ ღონისძიებას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. კედელი, რომელიც აქ არის აღმართული ძალიან მალე დაინგრევა და ისინი გარეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გავლენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავლშიც გააგრძელებს. როგორც გაბრიჩიძემ განმარტა უახლოეს პერიოდში არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კალათბურთში ტურნირი ჩატარდება გამარჯვებულ გუნდს კი შესაძლებლობა ექნება საქართველოს სუპერლიგის ფინალურ მატჩს დაესწროს.
,,ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩავუტაროთ. უხლოეს მომავალში შევადგენთ გეგმას სამი-სამზე კალათბურთში ჩემპიონატის ჩასატარებლად, შეჯიმრში გამარჯვებული გუნს კი საქართველოს ჩემპინატზე დასწრების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.
კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















