დავით ბერძენიშვილი: დაუშვებელია საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან რუსეთის მხრიდან ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის პროპაგანდა
საქართველო, თბილისი - 15:04 | 30.11.2015 ნანახია: 2212
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომაზე საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა რუსეთის წარმომადგენლის მიერ ყირიმის შესახებ განცხადება გააპროტესტა.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სპეციფიკიდან გამომდინარე, პლენარულ სხდომებზე იშვიათად განიხილება პოლიტიკური საკითხები, თუმცა მას არ შეუძლია უპასუხოდ დატოვოს რუსეთის დელეგაციის წევრის განცხადება ყირიმში ჩატარებული ე.წ.რეფერენდუმის შესახებ:
„დაუშვებელია ამ საერთაშორისო ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის დელეგაციის მიერ ყირიმის ე.წ.რეფერენდუმის პროპაგანდა და ლეგალიზების მცდელობა."
„კოლეგებო, შეგახსენებთ, რომ PABSEC-ის არც ერთი წევრი ქვეყანა არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების და ე.წ.რეფერენდუმის ლეგიტიმურობას. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ უკრაინისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარლამენტის საერთო პოზიციაა," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
როტაციის წესის მიხედვით, გენერალური ასამბლეის სხდომაზე PABSEC-ის თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია გაიმართა. რუსეთის დუმის თავმჯდომარის, სერგეი ნარიშკინის გამოსვლის დროს, უკრაინის დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტა და აქცია „საქართველო - 2008, უკრაინა- 2014, ვინ იქნება შემდეგი?" გამართა. სერგეი ნარიშკინმა საპროტესტო აქციის ფონზე მოხსენება წაიკითხა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში PABSEC-ის გენერალური ასამბლეის 46-ე სხდომის მუშაობაში12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















