ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო კუნძულის ეს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 10.05.2018
ნანახია: 2116

 

ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო კუნძულის ეს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უახლოესი კვირის განმავლობაში შესაძლოა, კილაუეას  მორიგი ამოფრქვევა მოხდეს. თავიანთი საცხოვრებელი ადგილი უკვე 2 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

ვულკანი კილაუეა ხუთი ვულკანიდან ერთ-ერთია, რომლის მოქმედებამაც ჰავაის კუნძული წარმოშვა. ის 1983 წლიდან გამუდმებით იფრქვევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამოფრქვეულმა ლავამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და პირადი ქონება გაანადგურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე