ოთარ დანელია გურიაში ციტრუსის რეალიზების პროცესს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 15:24 | 30.11.2015 ნანახია: 2035
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში,, ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში“იმყოფებოდა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.
,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშდოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ - საწყობი მოეწყო. მიმდინარე წელს საწარმოს პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი დაემატა. საწარმოში ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
,,გურიის რეგიონში საკმაოდ გამართულად მიმდინარეობს მანდარინის ჩაბარების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება და უკვე ევროპული სტანდარტის პროდუქცია გადის საქართველოდან“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ მიმდინარე სეზონზე 3-4 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-სქვეყნებშ იხდება.
როგორც საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, მოსახლეობისგან ციტრუსის მიღება აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია მოსახლეობას ე.წ სამუშაო ყუთებით უზრუნველყოფს და ციტრუსის ტრანსპორტირების ხარჯებსაც უნაზღაურებს. ,,ჩვენთვის მთავარია ექსპორტზე ხარისხიანი პროდუქცია გავიდეს. ხდება საწარმოში ციტრუსის რეცხვა, დაკალიბრება, პარაფინირება (ე.წ. გასანთვლა) და ევროპული სტანდარტით შეფუთვა ხდება. კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გავიტანოთ“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა, დავით სიხარულიძემ.
როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, წელს გურიის რეგიონში დაახლოებით 12-დან 15ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება.
,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანაიში“ ციტრუსის მიღება-გადამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















