შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალ ბაღში ღონისძიება გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:40 | 01.12.2015 ნანახია: 2214
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) თანამშრომლობით მართავს ღონისძიებას გაეროს სახლთან და მრგვალ ბაღში. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ვიდეორგოლის ჩვენება აივ ინფექციასთან დაკავშირებული საჯარო სერვისებისა და შიდსის პრევენციის შესაძლებლობების შესახებ,რომელიც მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიისსამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან თანამშრომლობით.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულებსგადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში შიდსითან დაკავშირებული სტიგმისა და დისრკიმინაციის, და აგრეთვე მისი პრევენციისშესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებას გახსნის ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ლელა ბაქრაძე - გაეროსმოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ვიკა ბუკია - ჟურნალისტი და ვიდეო რგოლის ავტორი. ღონისძიება დასრულდება კონცერტით.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, თუმცა 2015 წლის მონაცემებით საქართველოში აივ/შიდსის 5 328 შემთხვევა აღირიცხა, რომელთა უმრავლესობას 29-დან 40 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ კავშირი ქალთა მიმართ ძალადობასა და აივვირუსით დაინფიცირების რისკის ზრდას შორის მთელს მსოფლიოში მაღალია. ძალადობის მსხვერპლი ქალები აივ ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთ რისკ ჯგუფსწარმოადგენენ.
ყოველ წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ახორციელებს მრავალ აქტივობასმოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ეროვნულ დონეზე. ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მეტ ინვესტირებას ინტეგრირებული აივ/შიდსის და სქესობრივიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებში. უფრო მეტი ძალისხმევითა და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობით შესაძლებელია შიდსის დამარცხება 2030წლისათვის.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















