საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში წვლილის შეტანას გააგრძელებს
საქართველო, თბილისი - 10:29 | 02.12.2015 ნანახია: 2112
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალზე ალიანსმა მხარი დაუჭირა 2016 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის არსებობას და გადაწყვეტილებას კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებისთვის.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახლავთ ალიანსის საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. კერძოდ იგი შეხვდა უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ისლანდიის, ლუქსემბურგის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრებზე გააცნო ევროპელ კოლეგებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა ხელისუფლების მზაობა განაგრძოს რეფორმები ამ მიმართულებით.
ევროპელი მინისტრების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაესვა ქვეყნის წამყვან პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ნატოს ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაში.
ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა აღნიშნეს ამ მხრივ არსებული რეალური პოტენციალი, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ. ევროპელმა კოლეგებმა გიორგი კვირიკაშვილს დაუდასტურეს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და ასევე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ევროპული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესების პროცესში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც ქვეყანა რეგიონალურ ჰაბათ აქცია ბიზნესის წარმოებისა და გლობალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















