ოთარ დანელია ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველო, თბილისი - 12:53 | 02.12.2015 ნანახია: 1894
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
,,აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში ძირითადად სადრენაჟე სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე, რეგიონში 40-მდე ერთეული სამელიორაციო ტექნიკა ჩართულია სარეაბილიტაციო სამუშაოებში. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, 11 კმ- ზე მეტი სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება და 480 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში, რიონი - ჩოლოქის მდინარეთა შორის მასივზე მოეწყობა მილხიდები, კაპიტალური ხიდი, გაიწმინდება კოლექტორი და შემკრები არხები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ნატანების 480 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. პროექტის I ეტაპის ღირებულება 483 410 ლარია. სამუშოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.
როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმინებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, სამელიორაციო სამუშაოები რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.
დღეისათვის, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების 3, საქართველოს მასშტაბით კი - 26 პროექტს ახორციელებს.
ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები გაეცნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















