NATO: საქართველომ რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს
საქართველო, თბილისი - 14:29 | 02.12.2015 ნანახია: 1970
NATO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან იმ პროგრესს, რასაც, მათი თქმით, საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. როგორც დოკუმენტში წერია, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში.
"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის. მხარს ვუჭერთ საქართველოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია NATO-საქართველოს კომისიის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოვოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორის ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში.
ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს დახმარებას ალიანსის წევრობისთვის მზადებაში. რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ გზებს მხარდაჭერის გაძლიერებისთვის, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მიმართულებით და გავზრდით თანამშრომლობას თავდაცვასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში.
NATO აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ", - წერია კომუნიკეში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















