თეა წულუკიანი თბილისის მერის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს
საქართველო, თბილისი - 14:33 | 02.12.2015 ნანახია: 2013
თეა წულუკიანი დედაქალაქის მერიის და მერის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. იუსტიციის მინისტრი დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს.
"სოფელი დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ იქ და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ მისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუკი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს", - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს, რითაც არ დაეთანხმა ინფორმაციას, რომ სოფელ დიღომში გზა მხოლოდ მის სახლამდეა დაგებული.
მისივე თქმით, სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლა მიმდინარეობს, რის გამოც ცენტრალური გზა გადათხრილია.
"მოვუწოდებ თბილისის მერიას, უფრო მეტად დაინტერესედეს სოფელი დიღმით... ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან.
ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება, თუმცა მალე დასრულდება. ასევე ცენტრალური გზის შეკეთება, რომელიც გადათხილია, სანამ ყინვებს დაიჭერს, უმჯობესია დასრულდეს. რამდენიმე კილომეტრიანი გზა უკვე დაიგო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ სანიაღვრეების გარეშე, რის გამოც უკმაყოფილო ვართ", - განმარტა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















