აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის სამწლიანი პროექტის დახურვის კონფერენცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:42 | 03.12.2015 ნანახია: 1946
დღეს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროექტის დახურვის კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე იმსჯელეს.
პროექტის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში - მარტინა კვიკიმ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ; შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - კრისტინა გელებრანდტ ჰაგბერგმა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარემ - იოსებ ბაღათურიამ; შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს სააღსრულებო პროცესის დირექტორმა - სვენ შილგრენმა; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველმა, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა - ევა გიბსონ სმედბერგმა; პროექტის ხელმძღვანელმა- გრეგერ ერიქსონმა.
ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი პროექტები:
საქმეთა ნაკადების ეფექტური მართვა-მონიტორინგი და შემოწმება, რომლის ფარგლებშიც მოხდა იმ მექანიზმებისა და ინდიკატორების გაცნობა, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივ ტერიტორიულ სააღსრულებო ორგანოებში თვალს ადევნებენ ჯამურად მიმდინარე სააღსრულებო საქმეების სხვადასხვა მაჩვენებლებს.
დამკვიდრდა შიდა კომუნიკაციის სტანდარტები, რომლის მეშვეობით შვედეთის სააგენტო ახორციელებს თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემებისა და აუცილებელი ტექნიკურ-ინფორმაციული მახასიათებლების განვითარებას.
დაინერგა პროცესების რუკით დაგეგმვის პრინციპები. მომზადდა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული წარმოების მომსახურებების რუკების სამუშაო ვარიანტები კონკრეტული სერვისების ბიზნეს პროცესების სრული სურათის ფორმირების მიზნით.
დამკვიდრდა ადამიანური რესურსების ეფექტური გადანაწილებისა და ადაპტაციის სტანდარტები.
თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და განხორციელდა პრევენციული კომუნიკაციის საპილოტე პროექტი, რაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
შვედ კოლეგებთან ერთად შეიქმნა ლიდერობის სტრატეგიის დოკუმენტი.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია.
ინფორმაციისთვის: საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან განხორციელდა.
SIDA უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და წარმატებით ახორციელებს ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანეს პროექტებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















