საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - დავით ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 19:20 | 15.10.2018 ნანახია: 885
„აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალ წელს აღნიშნავს დაფუძნებიდან 10 წლისთავს, დღევანდელი მინისტერიალი იქნება ერთგვარი გააზრება იმისა, თუ ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აღიარებულია ,როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ასევე მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, თუმცა ქვეყანას გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, იმისათვის რომ კიდევ უფრო ღრმად წავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგზაო რუკაზე (ROADMAP2EU), რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
„აღნიშნულ შეხვედრას გამოვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული როგორც საჯარო დეკლარაციებში, ისე კონკრეტული საქმიანობითაც.“ - აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად - 20 შედეგი 2020-სთივს მივიღეთ, გახლავთ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა, “რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.
მინისტრის განცხადებით, ხელშესახები შედეგების წარმოჩენის კუთხით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მომავალშიც.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















