ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 15:27 | 18.10.2018 ნანახია: 963
ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერების შესახებ განუცხადა.
„ეს არის რეალობის მოდელირება. მოდი ყველაფერს შევხედოთ სისტემურად და ავირჩიოთ, რა არის ობიექტური კრიტერიუმი ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისთვის. გუშინაც და რამოდენიმე კვირის წინაც ყველაზე მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ჩვენი რეფორმების შედეგად მიღებული ადგილი, საქართველოს პოზიცია ამ საერთაშორისო რეიტინგებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, მთელ მსოფლიოს შევუქმნათ ილუზია, რომ ჩვენ საქართველოში ასეთი სისტემური პრობლემები გვაქვს? – არა. ამას კონკრეტულად ადამიანების ჯგუფი აკეთებს, შექმნან ისეთი ილუზია, საქართველოში თითქოს მსგავსი პრობლემები არ არის გადალახული. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ეს პრობლემები გადაილახა 2012 წლის არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართულმა საზოგადოებამ აირჩიო სწორედ იმ მიზნით, რომ სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო.
„დღეს ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება, ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ, ისევე როგორც არ გამოუვათ, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება როგორ აფასებს ამ ყველაფერს, ეს აისახა ჩვენს საერთაშორისო რეიტინგზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეკითხოთ ეს ამბავი, მათთვის მნიშვნელოვანწილად არ იქნებოდა სიურპრიზი, რადგან ყოველთვის იყო ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაზე იყვნენ ისინი წამსვლელი. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური სურათი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















