დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა არის თავის განვითარების აგრესიულ ფაზაში - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:39 | 01.11.2018 ნანახია: 910
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და ინტენსივობით ვითარდება.
როგორც პრეზიდენტმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე განაცხადა, ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე ახორციელებენ.
„ჩვენი მოწოდება და ჩვენი ორიენტაცია ურყევია და ტრიალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის და თემის ირგვლივ. პირველი ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი არჩევანი და ნება გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამ პროცესს ქართული მთავრობები ახორციელებენ დიდი მოწოდებითა და ერთგულებით. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ის წარმატებები, რასაც ქართული მხარე ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით აღწევს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის როგორც წვრთნების პროგრამები, ეს არის როგორც პოლიტიკური დიალოგი, ასევე თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატო-ს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დღეს არ შემიძლია თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა მათ უდიდეს ღვაწლს, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. დიდება იმ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ბრძოლის ველზე ამ ღირებულებებისთვის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დატოვა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი.
„საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შემაფერხებელი ამ განვითარების, რა თქმა უნდა, არის უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლო კონტექსტში და საერთოდ, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს ქმნის. რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო რეგულარული არმია, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაცია. ხაზს ვუსვამ, ეს იყო რეგულარული შემადგენლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგიურად, 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც შემდეგ 2008-ის მერეც, 2014-დან ფაქტიურად ჩვენ ყველა შეთანხმებულად ვეძახით ჰიბრიდულ ომს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჰიბრიდული ომი მოისინჯა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში, მოხდა მისი შესაძლებლობების დახვეწა, უფრო ეფექტიანად გამოყენების დახვეწა ბრძოლის ველზე.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ახალ ქართულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც ფეხს იდგამდა, თავის იდენტობას თანამედროვე მსოფლიოში ადგენდა, იმ მომენტიდან სამხედრო ძალის მეშვეობით, სწორედ ჰიბრიდული ომის მეშვეობით, საქართველოს ევროატლანტიკური, დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად 2008 წელზე საუბრობენ, როგორც თითქოს, რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს ასე არ არის და თითქოს, რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატო-ში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ძალიან აქტიურად მუსირებდა, მაგრამ რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, 2008 წელს იყო ერთ-ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ, რეალურად რუსეთის პასუხი საქართველოს თავისუფლებასა დამოუკიდებლობაზე არის სამხედრო აგრესია.
„ასეთი სამხედრო აგრესია არ განხორციელებულა მხოლოდ საქართველოში. ასეთი სამხედრო აგრესია შემდეგ განხორციელდა სრული მასშტაბით უკრაინაში, როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მიზნები, რაც ამოძრავებდა და ამოძრავებს რუსულ სახელმწიფოს თავის მეზობლებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს იგივე გამოწვევებია – რუსული სამხედრო მანქანა და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროპაგანდისტული მანქანა აქტიურია უკვე არამარტო საქართველოში, უკრაინაში და იქ, რასაც რუსული სახელმწიფო ახლო სამეზობლოს უწოდებდა, არამედ აქტიურია ფაქტიურად უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
„ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარეც ჩვენ უნდა დავსახოთ სამოქმედო და სამომავლო გეგმები. პროპაგანდასთან მიმართებით უმნიშვნელოვანესია, გავიაზროთ, რომ დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ყოველთვის წინაპირობაა ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენის, არის თავის განვითარების აგრესიულ ფაზაში. როდესაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის დასრულების, ვარშავის პაქტის დასრულების და კრახის შემდეგ 25 წლისთავზე, საბჭოთა იმპერიის ნარჩენი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იქნებოდა პროაქტიული თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ამ პროაქტიულობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი. შესაბამისად ასეთი შეკრებები მშვენიერი ფორუმია ამ პროპაგანდისტული მანქანისთვის პასუხების ჩამოსაყალიბებლად. ეს უნდა იყოს ფუნდამენტი ერთიანი პოზიციის, ერთიანი მესიჯის, ერთიანი გზავნილის, ყველა იმ ქვეყნის კონსოლიდაციისთვის, რომელსაც სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ერის უფლების, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი, სჯერა, რომ ერთა შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ თანამშრომლობის ფონზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















