ხათუნა ლაგაზიძე: ვარშავის სამიტიდან არც მაპ-ს და არც მასზე უკეთესს არ უნდა ველოდეთ
საქართველო, თბილისი - 18:10 | 25.09.2015 ნანახია: 3653
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე “პრაიმნიუსჯორჯია“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:
-ორი დღის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა ჯერ ევროკავშირის წევრი გახდეს. საინტერესოა, რით განსხვავდება საქართველოს მდგომარეობა ნატოს-თან მიმართებაში და რა ეთქმის საქართველოს ხელისუფლებას იმ ფონზე, რომ უკრაინისთვის ნატო-ს კარის გახსნაზე განცხადება ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქრესტის სამიტზე გაკეთდა?
-რეალობა იმით განსხვავდება, რომ უკრაინაში ხელჩართული ომი მიმდინარეობს და აქ კონფლიქტები დაკონსრევებულია, თუმცა, ტერიტორებს აქაც და იქაც რუსი იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის შუა გულში სისხლიანი კონფლიქტი ევროპას უშუალოდ უქმნის საფრთხეს, დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკების ფარგლებში თავად ევროპის ლიდერებისგან მოდის სურვილი, რომ უკრაინამ ნატოური ამბიციებისგან დროებით თავი შეიკავოს, რათა რუსეთთან ახალი სისხლიანი კონფლიქტის ახალი ფაზის ინსპირირება არ მოხდეს. დღეს მსოფლიოში არ არსებობს კონფლიქტი, რომლის გლობალური კონტექსტის გარეშე, ცალკე განხილვა შეიძლება. ახლო მომავალში, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ძალისმიერ ნაბიჯებს ნაკლებად ველოდები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს ორ ფრონტზე არის შეჭიდებული და მესამე ფრონტს რუსეთი არ და ვერ გახსნის. აქედან გამომდინარე, რუსეთმა ჩაყლაპა ყველაზე მწვავე განცხადება, რაც კი რუსეთს საქართველოზე მოუსმენია, როცა სექტემბრის დასაწყისში გამართულ საერთაშორისო კონფერენცზიაზე ევროპული ჯარების სარდალმა განაცხადა, რომ 2016 წელს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული წვრთნების ერთერთი მიზანი არის გამოარკვიოს და დაადგინოს, რამდენად სრაფად შეძლებს რეაგირებას დასავლეთის საბრძოლო ქვედანაყოფები და ტექნიკა, საქართველოს აგრესიის შემთხვევაში დაეხმაროს. მე პირდად, ასეთი პირდაპირი ტექსტი და დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარებაზე საუბარი დღემდე არ მომისმენია.
სხვა თემაა, რომ ეს შეიძლება ჩინეთის ფაქტორით, ანუ საქართველოში ჩინეთის შემოსვლის შიშით იყოს განპირობებული, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ეს განცხადება გაატარა მაშინ, როცა გაცილებით უმტკივნეულო განცხადება, ან ქმედებები მუქარის ქარცეცხლში გაუტარებია. ძირითადი განსხვავება სწორედ ეს არის, თუმცა, მგონია, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში, ახლო მომვალში მკვეთრ ნაბიჯებს აქტიურად გადმოდგამს და ამას მიდასტურებს თინა ხიდაშელისა და ამერიკელი მკვლევარების განცხადებები, რომ მაპ-ი საქართველოს სულ არ სჭირდება, რადგან ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველო უფრო წინ არის, ვიდრე მაპ-ის მქონე სხვა ქვეყნები.
-ვაშინგტონის ექსპერტის, ლუკ კოფის აზრით, მაპ-ი ხელოვნური წინაღობაა, რის შესახებაც კარგად იციან ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში და ამიტომ, ნატო-ს ვარშავის სამიტამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც საქართველოს მოკავშირემ, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მაპ-ის გარეშე. თქვენი აზრით, რა იგულისხმება ამერიკელი ექსპერტის ამ განცხადებაში?
-რეალურად შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ ნატო-ს სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველოში გაიხსნა, უფრო მეტის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე ნებისმიერი მაპ-ს მოაქვს სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ამ ცენტრს, შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში, იგივე ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში რეგიონში ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, (თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება). ვფიქრობ, თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრად გახდომისთანავე აქტიურად დაიწყო მაპ-ის საკითხის ლობირება. ის იყო ძალიან კრიტიკული და მკვეთრი დასავლეთთან მიმართებაში. იგი ამბობდა, რომ საქართველომ დაიმსახურა, პასუხი მაინც იცოდეს, აძლევენ თუ არა, მას მაპ-ს, რაშიც სრულად ვეთანხმები, მაგრამ როგორც ჩანს, ამჟამად უკვე იძულებულია, ეს რიტორიკა გარკვეულწილად შეაბრუნოს. ვფიქრობ, ეს უფრო პიარ-ნაბიჯია თავდაცვის მინისტრის მხრიდან, რომ საზოგადოების თვალში მორიგი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს და უკვე ერთობლივ მესიჯებს ვისმენთ თინა ხიდაშელისა და ამერიკელებისგან, რომ მაპ-ი საერთოდ არ არის საჭირო იმისათვის, რომ საქარველო ნატო-ს წევრი გახდეს და ქვეყანა ახლა უფრო გაცილებით ახლოს არის ნატო-სთან, ვიდრე ამის საშუალებას მაპ-ი მისცემდა. ვფიქრობ, აქ საუბარია იმაზე, რომ ვარშავის სამიტიდან ჩვენ არც მაპ-ს და არც მასზე უკეთესს არ უნდა ველოდეთ.
-მაშინ რას შეიძლება საქართველო ვარშავის სამიტიდან ელოდეს, რომლის ჩატარებაც 2016 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი?
-იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ორ ომშია ჩაბმული, მე არ ვიცი, მაპ-ზე უკეთსს რას უნდა ველოდეთ, - ნატო-ში გაწევრიანებას უნდა დაველოდოთ და რუსეთი ამას გადაყლაპავს? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ორი უმსხვილესი ქვეყანა ფაქტობრივ ომშია ჩაბმული, ერთი მხრივ, - თურქეთი და მერე მხრივ, - რუსეთი. აქ დესტაბილიზაციის მესამე კერის გაჩენაზე არავინ წავა. თავისთავად ის განცხადებები, რასაც ამერიკელებისგან ვისმენთ, საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნა და მისი მრავალფუნქციური მნიშვნელობა, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატოს-თან ურთიერთობის გზაზე წინ წასულები ვართ. არც ის არის გამორიცხული, რომ უცებ გახდეს საჭირო და ერთ მშვენიერ დღეს ნატო-ში ვისკუპოთ, მაგრამ ამ დღის დადგომის კონტურები ჯერ არ ჩანს.
-თავდაცვის მინისტრმა ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. თინა ხიდაშელმა აღნიშნა ისიც, რომ აფხაზეთისა და „სამხრთ ოსეთის“ „გულის მოგებას“ დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. თქვენი აზრით, აღნიშნული კონტექსტი გულისხმობს თუ არა იმას, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შემთხევევაში, საქართველო ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე იღებს? საინტერესოა, რა ფორმულირება ექნება კონფლიქტურ რეგიონებს იმ ვარიანტში, რომლის შესახებაც მინისტრი საუბრობს?
- ფორმულირება ძალიან მარტივად მოსაძებნია და ვფიქრობ, ეს ყველაზე იოლი გზაა იმისათვის, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირში შევიდეთ. შემდეგ მარტივად შეიძლება საქართველოს იურისდიქციის პრობლემის მოგვარება და ხელშეკრულებაში იმის დაფიქსირება, რომ საქართველო ხდება ნატო-ს წევრი და ნატოს-იურისდიქცია აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე განხორცილდება ამ ტერიტორიების დე ფაქტოდ დაბრუნების შემდეგ. სხვაგვარდ წარმოუდგენეკლია ამ პრობლემის გადაჭრა. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმგვარ ეკონომიკურ აღმავლობას და ადამიანის უფლებების იმგვარ დაცვას, რომელსაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს იგივე აფხაზეთს და ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“. აფხაზეთის, როგორც ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის, მოექცეს ისეთი კანონმდებლობის დაცვის ქვეშ, როგორი კანონმდებლობაც ევროკავშირს აქვს. თუკი საქართველოს დანარჩენი ტერიტორია ევროკავშირის შემადგენლოაბში იქნება და ქვეყანაზე მთლიანად გავრცელდება მისი დაცვის ვალდებულებები, ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთს რატომ არ უნდა უნდოდეს საკუთარი თავის გადარჩენის გზა აირჩიოს? ვფიქრობ, ეს არის სწორი ხედვა და შესაძლოა, სწორედ ამ ხედვაში იმალებოდეს საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის გასაღები. პარალელურად ისიც უნდა ვთქვათ, რომ შესაძლებელია, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, აფხაზეთმა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთმა“ სურვილის შემთხვევაში, რუსეთის ბრჭყალებიდან თავის დახსნა შეძლონ, მაგრამ ეს ცალკე თემაა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული წინადადება განხილვად ღირს.
“პრაიმნიუსჯორჯია“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
- ეს ეუთო-ს გენერალური მდივნის რუტინული პირველი ვიზიტია წევრ ქვეყნებში, არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - თაზო დათუნაშვილი
- როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის შანტაჟის მცდელობა - არჩილ გორდულაძე
- გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა - ლევან მახაშვილი
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
სამართალი
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
- უფროსმა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - შსს
- სასამართლომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- შსს-მ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავა
მსოფლიო
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
- ევროკავშირი 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმის გამარტივებას გემავს - რიკარდ იოზვიაკი
- მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს დონალდ ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს - სერგეი ლავროვი
- ეს იყო ვერაგი აქტი და ომის დანაშაული - ფრიდრიხ მერცი სუმზე თავდასხამზე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს