საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არ მიცემით პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ - ანდერს ფოგ რასმუსენი
საქართველო, თბილისი - 13:05 | 19.11.2018 ნანახია: 840
Institute for War and Peace Reporting-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიცემაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთს არასწორი სიგნალები გაუგზავნა.
"2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ჩემი აზრით ეს სწორი ნაბიჯი იყო. პირადად მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისათვის იქ და იმ დროს MAP-ის მიცემას. ჩემი აზრით ეს უნდა გაგვეკეთებინა, და იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ როდესაც თავი შევიკავეთ MAP-ის მიცემისაგან. მან იფიქრა, რომ ახლა შეეძლო აგრესიულად მოქცეულიყო, ისე, როგორ იმავე წელს მოიქცა, 2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა საქართველოს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უნდა გაგვეგრძელებინა ის გზა და საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი მიგვეცა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, თუმცა ძლიერი სიგნალი იქნებოდა."
რასმუსენის თქმით ნატო შეცდა, როდესაც რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნდა, საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცა და შესაძლოა ამან ხელი შეუწყო პუტინის გადაწყვეტილებას თავს დასხმოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, რადგან, რომ პუტინი ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს.
"ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთი შეგვეძლო გვექცია სტრატეგულ პარტნიორად და შეგიძლიათ გაიხსენოთ ნატო-რუსეთის სამიტი 2010 წელს, როდესაც გადაწყდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. მაგრამ დღეს უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი არაა, ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და ამაზე ადაპტაცია მოვახდინოთ. ისე ოპტიმისტურად აღარ ვარ განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის ფსიქოლოგიაზე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, ერთადერთ გზად, იმისათვის, რომ გავაგებინოთ, რომ კოსტრუქციულად და თანამშრომლობის სურვილით უნდა მიუდგეს ურთიერთობას არის ის, რომ გვქონდეს მტკიცე პოზიცია და ტრანსატლანტიკური ერთობა, რადგან, რამდენადაც არ უნდა სურდეს საკუთარი თავის ძლიერ ლიდერად წარმოჩენა, ის აფასებს სხვა ძლიერ ლიდერებს. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ და არ წავიდეთ დათმობებზე, იმიტომ, რომ ის დათმობებს სისუსტედ აღიქვამს."
რასმუსენის თქმით ბუქარესტის სამიტზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულად რომ მიეღოთ და სცოდნოდათ რას გააკეთებდა ის უკრაინაში, 2008 წელს უფრო მკაცრად იმოქმედებდნენ.
"დღეს უკვე ვნახეთ, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს იმეორებენ - მე ვგულისხმობ იმას, რასაც უკრაინაში აკეთებენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეგვიძლია ვიკამათოთ, რომ ეს რომ გვცოდნოდა, უფრო მკაცრად მოვიქცეოდით 2008 წელს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შანსი მიგვეცა. მახსოვს, რომ როდესაც თანამდებობა დავიკავე, ჩემი ერთ ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბება იყო. გვეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა უკრაინამ გვანახა, რომ შეუძლებელია. ახლახანს ჩემს ჩანაწერებს გადავხედე, 2008 წლის სამიტიდან. ჩემს ჩანაწერებში დავინახე, რომ პუტინმა ყირიმის შესახებ იმის მსგავსი განცხადებები გააკეთა, რაც ჩემდეგ საჯაროდაც განახორციელა. ეს რომ გვცოდნოდა, და მისი ნათქვამი სერიოზულად მიგვეღო, რა თქმა უნდა, სხვანაირი რეაქცია გვექნებოდა, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით - ჩვენ მას შანსი მივეცით."
მან საქართველოსა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
"თუ საქართველოს და უკრაინას ნათლად სურთ გახდნენ ნატოს და ევროკავშირის წევრები, უნდა დავუშვათ ამ პროცესის დაწყება, უარს არ უნდა ვეუბნებოდეთ. ჯერ კიდევ სანახავია შეასრულებენ თუ არა საჭირო კრიტერიუმებს, და საბოლოოდ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ წინასწარ უნდა ვუთხრათ, რომ "არავითარ შემთხვევაში, თქვენ დარჩებით ნეიტრალურ სივრცედ რუსეთსა და ნატოს შორის." ასეთ მიდგომას ვერ მივიღებთ.
ჩვენ ვამბობთ, რომ წევრობა ღია უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნისათვის, რომელბიც დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ. საქართველო ამ ეტაპზე სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს. მესამე კრიტერიუმი ისაა, შეუძლია თუ არა საქართველოს წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ეს დისკუსია უკავშირდება აფხაზეთისა და ოსეთის ბედს. თუმცა, ეს საკითხი საქართველოს და ნატოს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს, ეს მოსკოვის გადასაწყვეტი არაა." - თქვა მან.
წყარო: tabula.ge
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















