„თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს არ უჭერენ
საქართველო, თბილისი - 15:51 | 21.11.2018 ნანახია: 963
„თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ არ უცხადებენ მხარდაჭერას არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატს და არც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ამგვარი პოზიცია ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები.
პარტიაში მიაჩანიათ, რომ 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აღარ წარმოადგენს სახელისუფლებო არჩევნებს, ანუ -არჩევნებს, რომელიც იწვევს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას სახელმწიფო ხელისუფლებაში.
„მიუხედავად ამისა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, ფაქტიურად სახელისუფლებო არჩევნების შინაარსი შეიძინა. ამ არჩევნებში წყდება არა მხოლოდ საკითხი, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომელიც არ წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს, არამედ, უმთავრესად - საკითხი იმის შესახებ, თუ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლიტიკური პოლუსიდან, რომელი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და შესაბამისად, რომელი მათგანი შეძლებს ისარგებლოს ამ გამარჯვებით საპარლამენტო, ანუ უკვე სახელისუფლებო არჩევნებში გამარჯვებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ არ მიაჩნიათ არც „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში.
„შესაბამისად, ჩვენ არ გამოვხატავთ მხარდაჭერას არც ერთი ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მიმართ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ. ჩვენი ამგვარი პოზიცია ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნავენ, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რომელმაც მართალია გააძლიერა და ქმედითი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ისინი სრულად დაუქვემდებარა საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს. შედეგად, ვერ შეძლო სახელმწიფოში ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციებს შორის სახელმწიფო ძალაუფლების განაწილებისა და ინსტიტუციების ურთიერთკონტროლის პრინციპი.
„იგივე შეცდომა დაუშვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. მანაც ვერ თქვა უარი საბჭოური ტიპის პარტოკრატიულ მართვაზე და საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია სახელმწიფო ინსტიტუციები. სწორედ ამან განაპირობა ამ ხელისუფლების კრახიც, რაც დღეს სახეზეა“, -ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნიათ რესურსი, რომ უპასუხონ საქართველოს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ განვითარების უპირობო მოთხოვნას - სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბებას.
„ამ ორივე ძალის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პერსონები არიან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან.
„ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი დემოკრატები“ საჭიროდ მიჩნევენ აღნიშნონ, რომ ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება. „დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















