ანტიკორუფციული კვირეული დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:31 | 08.12.2015 ნანახია: 1942
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანტიკორუფციული კვირეული დაიწყო. ღონისძიებაში ჩართული არიან საჯარო სამსახურის ბიურო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
აღნიშნული ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში 7 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება მოეწყო. მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 წარმატებული სტუდენტი შეირჩა, რომელთაც მოირგეს ანტიკორუფციული საბჭოს წევრთა როლები და წარადგინეს შესაბამის უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები, განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და ანტიკორუფციულ საკითხებში ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანია.
სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროში 4 დეკემბერს ჩაუტარდათ საინფორმაციო ლექცია ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდებმა მიიღეს საერთო და ინდივიდუალური დავალებები, მითითებები განაწილებული როლების შესაბამისად.
ღონისძიების დასასრულ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ამასთან, გამოვლინდა პროექტის სამი წარმატებული მონაწილე, რომელთაც იუსტიციის სამინისტროს სახელით მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.
ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში 9-11 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქ. თბილისში, ქ. გორსა და ქ. თელავში ჩატარდება საჯარო ლექციები თემაზე: „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















