მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ტრენინგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გაეცნო
საქართველო, თბილისი - 10:37 | 09.12.2015 ნანახია: 2114
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ევროკავშირისადაევროპისსაბჭოსერთობლივიპროექტის “ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს გაეცნო.
4-დღიანი ტრენინგი საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს.
ტრენინგისამოცანაადემოკრატიული განათლების ხელშეწყობა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების სისტემების საშუალებით. სწავლებასმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებიან.
ტრენინგის მონაწილეები ეცნობიანდემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მიზნებს, პრინციპებსა და მათ შესახებ არსებულ დოკუმენტებს; სკოლის ანალიზს დემოკრატიული მოქალაქეობის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით; სკოლის კულტურათა ტიპებს; დემოკრატიული განათლების კომპეტენციათა ჩარჩოს; დემოკრატიული განათლების სწავლების ზოგად ხედვას და მის პრაქტიკულ განხორციელებას მასწავლებლის მომზადების პროცესში საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემებში, ასევე ამ მიმართულებით უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის სქემებს, ცრუ წარმოდგენებთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს, ევროპის საბჭოს სასწავლო რესურსებსა და სასწავლო მოდულების შემუშავების პრინციპებს.
ტრენინგის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და კომპეტენციადემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მოდელებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.
ტრენინგი ორიენტირებულია შედეგზე და ითვალისწინებს მონაწილეების მიერდეკემბრიდან თებერვლამდე ერთი მოდულის მომზადებას, რომელშიც მოცემული იქნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებასთან დაკავშირებული მასწავლებლის 15 კომპეტენციიდან ერთ-ერთი.ამავე პერიოდში ტრენინგის მონაწილეები ექსპერტებისგან მიიღებენ კონსულტაციებს პროექტების მომზადების პროცესში.
მოდულების მომზადებისა და ტრენინგების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება მომზადებული მოდულების პილოტირება და დამტკიცება, ამის შემდგომ კი განაწილდება ორი მიმართულებით - როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების, ისე მასწავლებელთა შემდგომი პროფესიული მომზადებისთვისთვის.
პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
სწავლების ყველა საფეხურზე დემოკრატიული განათლების მიზანია საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება, ტოლერანტობა და მშვიდობიანი, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















