როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუდო - სემიონ სემენჩენკო
საქართველო, თბილისი - 14:17 | 04.12.2018 ნანახია: 1546
რუსული პროპაგანდა აქაც რუსულია. მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუდო, ეტყობა, მეტი რესურსი არ ჰქონდათ, მოეწყოთ რევოლუცია,– ამის შესახებ რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ განუცხადა.
„რუსული პროპაგანდა აქაც რუსულია. მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუგდო, ეტყობა, მეტი რესურსი არ ჰქონდათ, მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ გვინდა, საქართველო და უკრაინა მეგობრობდნენ. არ გვსურს, ბიჭებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩეთ ქვეყანაზე, სადაც სტუმრად ჩამოვიდნენ. 2014-2015 წელს ეს ადამიანები იცავდნენ უკრაინას, ახლა ისინი იქ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამის შემდეგ, ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა აქ დასასვენებლად. ეს ბიჭები დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული“ - განაცხადა სემენჩენკომ.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში არასდროს ერეოდა და სიმართლის გარკვევის იმედი აქვს.
„ლუკა ჩხეტია მეგობრებთან ერთად ზუგდიდში მიდიოდა, რონალდ მელოა აბაშაში, მამის საფლავზე. მე ჩამოვედი როგორც დამკვირვებელი, ისინი როგორც მოქალაქეები. იარაღის მიგდება და ვითომ რამეს გეგმავდნენ, არასწორია. ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი. გამიხარდება, რომ სიმართლე გაირკვეს. არ მინდა, მჯეროდეს, რომ აქაც რუსული პროპაგანდაა. ვინც ამბობს, რომ მეც მიჭერდნენ, საძაგელი ქურდია. ვინმემ მომმართა? მე და ჩემი ცოლი სასტუმროში ვიყავით, ჩემთან არავინ მოვიდა. მე მოვუყვებოდი პოლიციას, სად იყვნენ ეს ბიჭები. მინდა, რომ ეს ბიჭები გაათავისუფლონ. მინდა, რამენაირად მაინც დავეხმარო მათ“, – განაცხადა სემიონ სემენჩენკომ.
თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















