ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას - გიორგი ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:56 | 10.12.2018 ნანახია: 1390
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
"ჩვენ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემა, მიუხედავად მათი ღირებულებისა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალის მიწოდება ან გავრცელება. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ერთის მხრივ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირება, რომ რაღაც სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უუქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, მეორე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება, ამ ყველაფრის ვიდეო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მათ სარჩელს თან ერთვის, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა.
გიორგი ვაშაძე პრემიერისა და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძვრასაც ითხოვს.
"ჩვენ ამის გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისიხლის სამართლის კოდექსის 164-პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში. გვესმის, რომ საქართველოში სიტყვა გამოძიებას შინაარსი აქვს დაკარგული, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ", – დასძინა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















