სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის
საქართველო, თბილისი - 16:48 | 12.12.2018 ნანახია: 1056
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის.
ომბუდსმენის მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დააშორებს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც იქნა იგი მიღებული და არსებული სტანდარტების გაუარესების საშიშ პრეცედენტს შექმნის.
„საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს სტატუსს უცვლის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად გარდაქმნის; შესაბამისად, კანონპროექტით მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გამარტივებული საფუძველი იქმნება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად.
კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას; გარდა ამისა, ხელშეკრულების მოშლა და ახალი თანამშრომლების აყვანა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე მხოლოდ 5 პირია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული. კანონპროექტის ინიციატორები პირთა აღნიშნულ წრეს აფართოებენ და რისკის ქვეშ აყენებენ 102 სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ თავად კანონპროექტის განმარტებით, ბარათში საერთოდ არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილება. მოხმობილი ინფორმაცია ასევე ვერ ასაბუთებს ცვლილებების საჭიროებას. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. ინიცირებული კანონპროექტი დასაბუთების გარეშე უცვლის სტატუსს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას და ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელშიც კანონპროექტით ცვლილებები უნდა შევიდეს, პარლამენტმა 2015 წელს მიიღო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანი იყო პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც ერთიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებზე იქნებოდა დაფუძნებული, რომელიც დარჩებოდა ნებისმიერი ხელისუფლების სამსახურში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში; ასევე საჯარო სამსახურში დასაქმება განხორციელდებოდა გრძელვადიანი ფორმით, სათანადოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების დაცვით. ამ კანონის მიღების ერთ-ერთი ამოცანა იყო საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება, რაც გამორიცხავდა ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების ნებისმიერი ფორმის არსებობას.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის ძირითადი არსი მდგომარეობს თანამდებობის პირის პირადი, პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების საფუძველზე მოქალაქის დასაქმებაში. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი პროცედურისაგან სრულად განსხვავდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სწორედ ამის გამო, შეზღუდულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრე და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი (29-ე მუხლის პირველი პუნქტი), განსაზღვრავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.“ ინიცირებული კანონპროექტით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების სტატუსის შეცვლა და მათი მიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, ასევე ირღვევა ის პრინციპი რომლის მიხედვითაც მოხელეთა საერთო ოდენობის მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული.
სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში უთითებდა საჯარო სამსახურებში უკონკურსოდ დანიშვნის პრობლემაზე. ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელმაც დაავიწროვა უკონკურსოდ მისაღებ პირთა წრე და შეამცირა საჯარო უწყებაში პირის დასაქმებისას თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკი. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დააშორებს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც იქნა იგი მიღებული და არსებული სტანდარტების გაუარესების საშიშ პრეცედენტს შექმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კანონმდებლებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი უფლებები, საქართველოს მოქალაქეების უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობები, ის ღირებულებები და პრინციპები, რასაც დაეფუძნა საჯარო სამსახურის ახალი სისტემა და არ დაუშვან არაკონსტიტუციური კანონის მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















