რაც მეტი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 15:57 | 27.12.2018 ნანახია: 1489
2019 ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.
„ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
მან სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ დღეს იმყოფებოდა სოფელ დიცში, სადაც სტარტაპების დაფინანსების ფარგლებში საწარმო გაიხსნა.
„ვფიქრობ, რაც დღეს ვნახეთ, არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ჩვენი პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევასა და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















