სასიამოვნოა, რომ უცხოელ პარტნიორებს საქართველო მოყავთ სხვა ქვეყნებისთვის იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია - ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 17:53 | 24.01.2019 ნანახია: 944
2019 წელს დავოსის ფორუმი არის სრულიად განსხვავებული ჩვენი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს საქართველოს წარმატებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეჯამებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ უცხოელ პარტნიორებს სწორედ საქართველო მოყავთ სხვა ქვეყნებისთვის იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური რეფორმების გატარება სახელმწიფოს წინაშე მტკივნეული გამოწვევების არსებობის მიუხედავად.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი რწმუნდება, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ძლიერ ეკონომიკურ კომპანიას და ჩვენ ამაზე მივიღეთ დადებითი უკუკავშირი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში გამართული შეხვედრებისას ქართულმა მხარემ უცხოელ პარტნიორებს გააცნო ის რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს.
„ჩვენს პარტნიორებს გავაცანით რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც წლის მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ და რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ მსგავსი ფორმატები, როგორიც არის დავოსის ეკონომიკური ფორუმი, საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ მსგავსი ინვესტიციები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა პროფილის კომპანიები.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთ წამყვან ენერგეტიკულ კომპანიასთან. საქართველოში ტრადიციულად, პოპულარული იყო ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკულ სექტორში, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ვსაუბრობთ ყველაზე მსხვილ კომპანიებთან სხვა ალტერნატიულ ენერგეტიკაში ინვესტიციების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგეტიკა. ამასთან ერთად, ჩვენ ფაქტობრივად მივაღწიეთ შეთანხმებას ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ძირითადად ეხება სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას საქართველოში. ის, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში დაიწყებს ყველაზე მაღალი ხარისხის შოკოლადის წარმოებისთვის ინგრედიენტების მიწოდებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















