ოთარ დანელიამ სოფლის განვითარების ხედვა საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა
საქართველო, თბილისი - 13:11 | 11.12.2015 ნანახია: 2045
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა საჯარო განხილვისთვის წარმოადგინა. სოფლის განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყველა ის უწყებამ, რომელიც სოფლის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლად ცხოვრების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი შეიქმნას, რისთვისაც აუცილებელია ყველა შესაბისი უწყების ჩართულობით შემუშავდეს ერთიანი ხედვა, შემდგომ სტრატეგია და განხორციელების სწრაფი ვადები.
„პირველ რიგში აუცილებელია ერთიანი პოლიტიკა შემუშავდეს ყველა იმ უწყების მიერ, რომლებიც სოფლის განვითარების კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებენ. მოგეხსენებათ, სოფლის განვითარება მრავალ მიმართულებას გულისხმობს და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოფლის მეურნეობაა. არაერთი უწყების მიერ სოფლის განვითარების მრავალი პროექტი ხორციელდება. ამ პროექტების ერთიანი ხედვით, ერთიანი სტრატეგიით განხორციელება დასახულ მიზნამდე უფრო სრაფად და ეფექტიანად მიგვიყვანს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით გაიმართა.
კონფერენციაზე სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს.
დოკუმენტი სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება:
- საქართველოში სოფლის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე განათლების, ჯანდაცვისა და დემოგრაფიული მიმართულებებით
- კონკრეტული მიდგომები, აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს სოფლის განვითარების ხედვისა და მიზნების განსახორციელებლად
- ყველა იმ უწყების ჩართულობის მნიშვნელობა, რომლებსაც სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერა შეუძლიათ
აღნიშნული დოკუმენტის განხილვისა და შემდგომი მსჯელობის შედეგად, შემუშავდება რეკომენდაციები სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის. მიღებული დოკუმენტი საფუძვლად დაედება სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც უახლოეს მომავალში შემუშავდება.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების ხელმძღვანელი კაიდო სირელი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















