ეინდჰოვენი, ბარი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ტალინი და ბრიუსელი - Wizz Air-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან
საქართველო, თბილისი - 15:04 | 01.02.2019 ნანახია: 1398
ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს ქუთაისის ბაზაზე ახალი ეარბას A320-სა და 6 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა. ავიაკომპანია იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინისა და ბრიუსელის მიმართულებით. იაფი ბილეთები უკვე გაყიდვაშია, მათი ფასი სულ რაღაც 59.99 ლარიდან / 19.99 ევროდან იწყება.
Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და მეორე ეარბასის დამატებიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა. იოჰან ეიდჰაგენი, Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორი 6 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებას 2019 წლის 1 აგვისტოდან აანონსებს.
საქართველოსა და ევროპის წამყვანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 2018 წელს ავიაკომპანიამ 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. დღეს 6 ახალი მიმართულების დაანონსება დამატებით 98 ათას, საერთო ჯამში კი მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცემს მოგზაურობის საშუალებას. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერირებამომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, საავიაციო და ტურიზმის სექტორში დასაქმების ზრდას და დამატებით 750 სამუშაო ადგილის შექმნას 2019 წელს.
WIZZ AIR-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან
|
ახალი მიმართულება |
სიხშირე |
დაწყების თარიღი |
მინიმალური ფასი |
|
ეინდჰოვენი |
სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი |
1 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
|
ბარი |
ხუთშაბათი, კვირა |
1 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
|
კოპენჰაგენი |
ორშაბათი, პარასკევი |
2 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
|
ბაზელი-მიულჰაუს-ფრაიბურგი |
ორშაბათი, პარასკევი |
2 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
|
ტალინი |
ოთხშაბათი, კვირა |
4 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
|
ბრიუსელი - შარლრუა |
ოთხშაბათი, კვირა |
4 აგვისტო 2019 |
56.99 GEL |
„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იწყებს ახალ რეისებს ქუთაისიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენს მგზავრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ აღნიშნული პოპულარული ევროპული მიმართულებები და ჩვენი კომფორტული ფრენის განრიგითა თუ დაბალი ფასებით ისარგებლონ. ჩვენ ვაანონსებთ კიდევ დამატებით მიმართულებებსა და ინვესტიციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2019 წლის აგვისტოდან ვამატებთ ეარბას A320 ტიპის კიდევ ერთ ავიახომალდს და 6 ახალ მიმართულებას ჰოლანდიის, საფრანგეთის, ესტონეთის, იტალიისა და ბელგიის მიმართულებით. საავიაციო ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ტურიზმის წინსვლას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს ქუთაისიდან ვთავაზობთ 27 მიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით. მოგზაურებს მოგიწოდებთ, რომ Wizz Air-ის დაბალი ფასებითა და შესანიშნავი საბორტო მომსახურებით სარგებლობის პარალელურად, აღმოაჩინოთ ეს შესანიშნავი ევროპული მიმართულებები“ - აღნიშნა იოჰან ეიდჰაგენმა, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















