2018 წელს “საქართველოს ფოსტის” აქტივის ღირებულებამ 85 მლნ ლარი შეადგინა
საქართველო, თბილისი - 11:57 | 08.02.2019 ნანახია: 1254
საქართველოს ფოსტისთვის 2018 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას „საქართველოს ფოსტაში“ აკეთებენ.
კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რო 2018 წელს კომპანიის აქტივის ღირებულება გაიზარდა 12 მილიონი ლარით და 85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წლიური ბრუნვა 90 მილიონი ლარიდან 103 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც კორპორატიული, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა 2018 წელს მოემსახურა 300 000-მდე საცალო მომხმარებელს და 1 000-მდე კორპორატიული კლიენტს.
„ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. ამ კუთხით საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით, კომპანიამ ყველა კომპონენტში (ინფორმაციის გაცვლა, გზავნილის ჩაბარება და ა.შ.) როგორც ამანათის, ასევე EMS გზავნილების კატეგორიაში გადააჭარბა 98%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებს 2018 წლის „Prime“-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხუთეულში შევიდა და გაასწრო მსოფლიოს ბევრ წამყვან საფოსტო ადმინისტრაციას. ასევე აუდიტორიული კომპანია PWC-ის 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ფოსტამ მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. „ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი“ - ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები“, აღნიშნავს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















