გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:21 | 08.02.2019 ნანახია: 1895
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის პირადი მოწვევით საუდის არაბეთში იმყოფება. დღესვე გაიმართა გენერალური მდივნისა და ქვეყნის პრინცის ორმხრივი შეხვედრა, რომელსაც მედია აქტიურად აშუქებს.
შეხვედრისას ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გარდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საუდის არაბეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლზე ისაუბრეს.
„მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ვიზიტისათვის. გენერალური მდივნის რანგში თქვენ უმნიშვნელოვანესი პროექტები წამოიწყეთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის დივერიფიკაციას და საუდის არაბეთის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ნიშანდობლივია, რომ თქვენ აქტიურად ლობირებთ საერთაშორისო მასშტაბით ახლო აღმოსავლეთის რეგიონს“, ნათქვამია მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის ზურაბ პოლოლიკაშვილისადმი მიმართვაში.
„ტურიზმის როგორც ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორის მნიშვნელობას გლობალურ დონეზე არამარტო უცხოელი ვიზიტორების და შემოსავლების მოცულობა და ზრდის ტემპი, არამედ პირველ ყოვლისა წარმატებული მაგალითები განაპირობებს. სწორედ საუდის არაბეთი არის მსოფლიოსათვის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეძლო მსოფლიოს ნომერ პირველმა ნავთობპროდუქტების ექპორტიორმა სახელმწიფომ ქცეულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ტურისტულ ქვეყნად“, ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის პრინცისადმი მიმართვაში.
ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცმა გენერალურ მდივანს ქვეყნის მასშტაბით მშენებარე მსხვილი ტურისტული ობიექტები დაათვალიერებინა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















