თეა წულუკიანმა სოფელ მუხრანში 62-ე საზოგადოებრივი ცენტრი ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრთან ერთად გახსნა
საქართველო, თბილისი - 15:55 | 11.02.2019 ნანახია: 990
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, საბანკო მომსახურება − დღეიდან ეს ყველაფერი მუხრანისა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. თეა წულუკიანმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 62-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ლოვრო კუშჩევიჩი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებული ინოვაციური რეფორმების შესწავლის მიზნით იმყოფება. მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები.
თეა წულუკიანმა მუხრანელებს და მეზობელი სოფლების მკვიდრთ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი გადასცა სოფელ მუხრანის მკვიდრ სარქის გავაკეთაშვილს, რომელიც აქამდე ქაღალდის (ლამინირებულ) პირადობის მოწმობას ფლობდა. იუსტიციის მინისტრმა მუხრანელებს მოუწოდა, ჩაერთონ ამ აქციაში, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია.
მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის პირველი მომხმარებელი ვლადიმერ ბუქური იყო, რომელმაც ძველი პირადობის ახლით შეცვლაზე შემოიტანა განაცხადი.
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ადგილობრივთათვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათთვის მომსახურების ისეთივე მაღალი სტანდარტით მიწოდება, როგორიც დიდ ქალაქებშია. საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს დაბადება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.
მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრი 11 სოფლის 20 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლებელია სარგებლობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.
ბიბლიოთეკაში მოწყობილია ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუხრანის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 61 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.
დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, წნორში, დმანისში, ადიგენსა და ახალსოფელში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















