ვარსკვლავთცვენა ბათუმში: ახალი წლის ღამეს ბათუმში Inner Circle იმღერებს
საქართველო, თბილისი - 21:21 | 12.12.2015 ნანახია: 3046
შეხვდით, ახალ, 2016 წელს ბათუმში. გრანდიოზული გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს 22:00 საათზე დაიწყება და მასში უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილე ნათია სირაბიძე განმარტავს, გალა-კონცერტის მთავარი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომლის პორტფოლიოშიც შედის ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალური თამაშების დასკვნითი ღონისძიებების და ბათუმში გამართული საახალწლო კონცერტების რეჟისურა.
31 დეკემბერს გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი).
ნათია სირაბიძის განმარტებით, ფაიდმენი ქართულ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად შეასრულებს ცნობილ უცხოურ და ქართულ ნაწარმოებებს. კონცერტის მიმდინარეობისას ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ნიმუშები და სპორტული ცეკვები, რომლებიც შესრულდება როგორც სცენაზე, ასევე მის გარშემო ყინულის საფარზე.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ლეგენდარული ჯგუფი Inner Circle -ი, რომელიც არის რეგის ფუძემდებელი და ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი. Inner Circle („ინერ სექლ“-ი იამაიკური მუსიკალური რეგ-ჯგუფია). როგორც ბენდი ის 1968 წელს ჩამოყალიბდა. 1970 წლისათვის მან უკვე მოიპოვა პირველი პოპულარობა. ჯგუფის ცნობილი ჰიტებია სიმღერა Bad Boys; ‘Sweat’ ( a la la la long), რეგისთან ერთად ისინი პოპსა და როკსაც მღერიან. ჯგუფი ორი გრემის მფლობელია.
2012 წელს ჯგუფმა დაიწყო კამპანია „გადაარჩინე რეგი მუსიკა“, რომლის მიზანიც იყო ტრადიციული რეგ მუსიკის პოპულარიზაცია. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს "ინე სექლს" გადაეცა ჯილდო ნომინაციაში "ყველაზე გამორჩეული შოუ-ბენდი."
როგორც წესი, ბათუმი ტრადიციულად ახალი წლის დღეებში გრანდიოზულ კონცერტებს მასპინძლობს. 15 დღის განმავლობაში ჩატარდება უფასო საახალწლო ღონისძიებები (25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით).
წელს პირველად თავის ისტორიაში ბათუმში 13 ადმინისტრაციული უბანი გაცოცხლდება და გაფერადდება. ბათუმის ყველა უბანში ჩატარდება 2-საათიანი კონცერტები, ახალი წლის ღამეს კი გალა-კონცერტი ერას მოედანზე.
გთავაზობთ ბათუმში დაგეგმილი საახალწლო პროგრამას:
25 დეკემბერი – საახალწლო ნაძვის ხის ანთება – ევროპის მოედანი – 19:00
26 დეკემბერი – ევროპის მოედანი- 20:00
27 დეკემბერი – ევროპის მოედანი - 20:00
28 დეკემბერი
ადგილი - გონიოს ციხის მიმდებარე სკვერი
ჯგუფი- Asea Sool,
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 13:00
ადგილი - №26 საჯარო სკოლის ეზო, კახაბერის ქ. №1
ჯგუფი - The Nemo
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 15:00
ადგილი - ფრიდონ ხალვაშის გამზირი №332
ჯგუფი - Cherry Band
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 17:00
29 დეკემბერი
ადგილი - მახინჯაური, პარკი (სადგურის მიმდებარე ტერტიტორია)
ჯგუფი - Fourth Seasson
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 13:00
ადგილი - „ბენზე“ , სახლი №23, სკვერი
ჯგუფი – Sound Lab
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 15:00
ადგილი - ბონის კულტურის სახლი
ჯგუფი - Groovephonics
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 17:00
30 დეკემბერს
ადგილი - №28-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ჯგუფი - The Nemo
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 13:00
ადგილი - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სკვერი
ჯგუფი - Asea Sool
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 15:00
ადგილი - ჯავახიშვილის ქ. №70
ჯგუფი – Vermin Generation
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 17:00
31 დეკემბერი
ადგილი - ინასარიძის ქ. №10, სკვერი
ჯგუფი - Strawberry Fields
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 13:00
ადგილი - დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორია, პარკი
ჯგუფი - Groovephonics
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 15:00
ადგილი - ზვიად გამსახურდიას ქ. №38, სკვერი
ჯგუფი - Fourth Seasson
გასართობი პროგრამა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას და ფიფქიას მონაწილეობით, სახის მოხატვა.
დასაწყისი - 17:00
31 დეკემბერი - ორი გრემის მფლობელი ჯგუფი “Inner Circle” და მსოფლიოში ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი, სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და ქართველ მოცეკვავეებთან ერთად წარმოგიდგენთ საახალწლო გრანდიუზულ შოუს ევროპის მოედანზე.
დასაწყისი - 22:00
1 იანვარი მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA , ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად წარმოგიდგენთ გრანდიოზულ კონცერტს ევროპის მოედანზე.
დასაწყისი - 22:00
2 იანვარი – ბედობის კონცერტი
ადგილი – ევროპის მოედანი
დასაწყისი – 20:00
საახალწლო მიუზიკლი
სტუდია ჰარმონია
თითების თეატრი
Goofy land
3 იანვარი
ადგილი – ევროპის მოედანი
დასაწყისი – 20:00
ჯგუფი Backwormer
ჯგუფი The Black marrows
ჯგუფი Afternoon version
4 იანვარი
ადგილი – ევროპის მოედანი
დასაწყისი – 20:00
ჯგუფი Groove Report
ჯგუფი The Jetbird
ჯგუფი Salio
5 იანვარი
ადგილი : გონიოს ციხე
საშობაო შოუ გონიოს ციხეში
დასაწყისი - 17:00
5 იანვარი
ადგილი – ევროპის მოედანი
დასაწყისი – 20:00
ჯგუფი City Band
ჯგუფი Soft EjectSystem
ჯგუფი Green Room
6 იანვარი
ადგილი – ევროპის მოედანი
დასაწყისი – 20:00
ფოლკლორული კონცერტი
ეთნო ჯაზ ჯგუფი „ეგარი“
7 იანვარი
ადგილი – ბათუმის მუსიკალური ცენტრი
დასაწყისი – 20:00
ჯანო კახიძის 80 წლის საიუბილეო კონცერტი
14 იანვარი
ადგილი - ბათუმის მუსიკალური ცენტრი
დასაწყისი – 20:00
პროექტი „ნუ კარგავ წამს“ ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით
3 - 4 იანვარი
ადგილი – პიაცას მოედანი
დასაწყისი – 16:00
საბავშვო ღონისძიებები
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















