ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 11:12 | 25.02.2019 ნანახია: 1517
"ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც - დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.
" ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.
რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის დაძლევაზე.
რა არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ Fitch-მა მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?! ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ.
ეს განპირობებულია ჩვენს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით და აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია. რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები. ასევე ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 ადგილზეა და ჩვენ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა ვართ.
ჩვენი ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.
Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე", განმარტა მამუმა ბახტაძემ.
პრემიერის განმარტებით, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა - საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.
"Fitch-ის შეფასება და საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეულ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევ კრიტიკაზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და ეს არის კონკრეტული ფაქტი.
ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად. დღევანდელი დღის მოცემულობით, სწორედ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აუწიეს. საკრედიტო რეიტინგი საქართველოს გაუუმჯობესეს იმ მთავარი არგუმენტის ფონზე, რომ შარშან სწორედ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ყველაზე მდგრადი დამოკიდებულება საგარეო პრობლემებისა და შოკების მიმართ.
საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















