„ახალი მემარჯვნეები": „საყდრისის აფეთქება დარჩება „ქართული ოცნების" ხელისუფლების სირცხვილად"
საქართველო, თბილისი - 14:01 | 13.12.2015 ნანახია: 1989
საყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა, ამ საკითხთან დაკავშირებით „ახალი მემარჯვენები“ განცხადებას ავრცელებს.
„ქართველი და უცხოელი მეცნიერების შეფასებით, საყდრისის სახით ჩვენ გვქონდა კულტურის უნიკალური ძეგლი - ოქროს სამთო მოპოვების მსოფლიოში უძველესი კერა, რომელიც ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ადრე მიკვლეული სხვა საბადოები.
კულტურის ამ უნიკალური ძეგლის დანგრევა დარჩება სირცხვილად „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის, რადგან სამწუხაროდ, მათი მმართველობის პირობებში სახელმწფომ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა იცავდეს, ვერ შესძლო თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულება.
საყდრისის შემთხვევაში ვერ იმუშავა ვერც ერთმა სახელმწიფო რგოლმა, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო გაეთვალისწინებინათ როგორც მეცნიერების, ისე საზოგადოების აზრი და ხელი შეეშალათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევისთვის: პარლამენტმა, რომელმაც უარი თქვა კომისიის შექმნაზე და რეალობის დადგენაზე, კულტურის სამინისტრომ, რომელმაც კულტურის ინტერესების დაცვას ქვეყნის არაფორმალური მმართველის კომერციული ინტერესების დაცვა ამჯობინა, სასამართლომ და პროკურატურამ, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო სამართლებრივად უზრუნველეყოთ ეს პროცესი და დაეცვათ სახელმწიფოს ინტერესები.
სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა დაირაზმა იმის გასანადგურებლად, რაც ერის კუთვნილება იყო, შელახა საზოგადოების უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.
მიუხედავად იმისა, რომ საყდრისი იმ სახით, როგორიც იყო, ვეღარასოდეს იარსებებს, ჩვენ მაინც უნდა მოვახერხოთ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რათა მომავალში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს იმოქმედოს ერის და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















