გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რადგან ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა სცილდება ყოველგვარ ზღვარს - მამუკა ხაზარაძე
საქართველო, თბილისი - 14:11 | 04.03.2019 ნანახია: 1288
მამუკა ხაზარაძე "თიბისი" ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"თიბისი" ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს და მის მოადგილესაც. მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.
„მე ვაგრძელებ დავას ეროვნული ბანკის და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დარჩენილა არც ერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ ეროვნულ ბანკს. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ესეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ამ ფორმატში ანაკლიის შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში მაგრამ, როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა უკვე ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში.
მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა გამიგოთ, რომ ეს რაღაც ებმემა რაღაცას, ან ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და მეორე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია სადაც ყველა იმ წერილს, დეტალს და კიდევ ბევრ ნიუანსს უკვე გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















