NATO 70 წლისაა
საქართველო, თბილისი - 10:19 | 04.04.2019 ნანახია: 1222
70 წლის წინ, 1949 წლის 4 აპრილს აშში-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში 12-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას, რომლითაც შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - NATO.
ვაშინგტონის ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსაგან შემდგარი კავშირი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად იცავს და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ნატოს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე (მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება).
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. გენერალურ მდივანს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია: 1. ის არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის, ნატო-რუსეთის საბჭოს, ნატო-უკრაინის საბჭოს, ნატო-საქართველოს საბჭოსა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის თავმჯდომარე; 2. ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით; გამოხატავს ორგანიზაციის პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; 3. ის არის ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი. ნატოს გენერალური მდივანი წევრი სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება. დღემდე ნატოს სულ 12 გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი იკავებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე.
მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.
ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მდებარეობს.
ნატოს აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც მოიცავს პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს. თითოეული ეს სტრუქტურა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.
1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების შვიდი საფეხურის გავლით 12-დან 28 ქვეყანამდე გაიზარდა.
გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
1997 წლის მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატოს წევრი სახელმწიფოები.
1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan - MAP) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს. ჩამოთვლილი ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შვიდივე ქვეყანა ასრულებდა.
ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად კი ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ.
2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო. 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა. 2019 წლის თებერვალში წევრობაზე მოწვევა მიიღო ჩრდილოთ მაკედონიამ, რომელიც უახლოეს მომავალში ნატოს 30-ე წევრი გახდება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council).
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















