საბურთალოს რაიონის გამგებელმა 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 15.12.2015 ნანახია: 1920
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ბოლომდე გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, საბურთალოს რაიონში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 164 ობიექტზე ჩატარდა . აღნიშნულ პროექტებზე 5 600 000 ლარი დაიხარჯა; მოეწყო 27 საყრდენი კედელი და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. 2 731 934 ლარის ღირებულების სოციალური დახმარება გაეწია 10 669 მოქალაქეს. კეთილმოეწყო 5 უფასო სასადილო, რომელიც 1645 ბენეფიციარს ემსახურება; 4 044 505 ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 585 პროექტი.
ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა და მის საქმიანობაში საზოგადოებრივი საბჭოების ჩართულობაზეც ისაუბრა. ასევე, შეეხო სამომავლო გეგმებს.
მისი თქმით, განხორციელებული პროექტების მასშტაბურობის მიუხედავად, ბევრი გამოწვევა რჩება და გამგეობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს რაიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
დავით ნარმანიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობა ძალიან აქტიურად მუშაობდა.
„შედეგიც სახეზეა: გაკეთდა შიდა კვარტალური გზები, მოწესრიგდა საერთო სარგებლობის ეზოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები. 13 – 14 ივნისის სტიქიის შემდეგ გამგეობის ნაწილობრივი ჩართულობით, განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ გამგეობის საქმიანობაში საზოგადოებაა ჩართული და გამგეობაში არსებობს სათათბირო საბჭო, სადაც გადაწყვეტილების მიღებამდე, განიხილება ესა თუ ის საკითხი. ანგარიშსაც ვაბარებთ ხალხს“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
ანგარიშის წარდგენას საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლები, საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენლები, თბილისის მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















