დავით ნარმანიამ სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გახსნა
საქართველო, თბილისი - 14:40 | 15.12.2015 ნანახია: 1915
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოციალური საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გახსნა. გამოფენა სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფარგლებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. ფორუმის მონაწილეები საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობას, მათ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ.
“ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურდა სოციალური მეწარმეობა და სულ უფრო მეტი საწარმო იხსნება. აქ არიან დასაქმებულები სოციალურად დაუცველი ადამიანები, შშმ პირები, ისეთი მოქალაქეები, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ისინი აწარმოებენ პროდუქციას და შემდგომ ყიდიან, შესაბამისად, იღებენ შემოსავალს. თუმცა, მოგეხსენებათ, სოციალური საწარმოები ძირითადად მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მათ სოციალური დატვირთვა გააჩნიათ. ამიტომაც, თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რამდენიმე სოციალურ საწარმოს ჩვენ უკვე დავეხმარეთ ეკონომიკური განვითარების პროგრამების ფარგლებში, რათა მოეწესრიგებინათ სამუშაო ინფრასტრუქტურა - შემდგომი განვითარების მიზნით. მათთან თანამშრომლობას ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვგეგმავთ”, -განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი თბილისის მერიის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური მიზნების მქონე ბიზნეს-მოდელის, განვითარება და ხელშეწყობა.
ფორუმში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის, სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და სოციალურმა მეწარმეებმა 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.
კონფერენცია მეოთხედ ჩატარდა და წელს მისი მთავარი თემები იყო: სოციალური მეწარმეობა საქართველოში, 2015 წლის მიღწევები და საქმიანობის შედეგები; სოციალური მეწარმეობის სამომავლო განვითარების ხედვა და პრიორიტეტები;საჯარო და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის;სოციალური საწარმოების პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















