თამარ ხულორდავა ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 14:43 | 15.12.2015 ნანახია: 1931
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას პროექტის ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე და ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინთერი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინეს.
პროექტი მოსამართლეთა კორპუსის, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის, კერძო და საჯარო ადვოკატურის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას განცხადებით, პროექტის ფარგლებში სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
თამარ ხულორდავამ იმ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა.
,,პროექტის მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით სამინისტრომ ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ეფექტური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბებისკენ. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი ამბიციური სამომავლო გეგმების განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას რეგიონში სამაგალითოს გახდის. პროექტმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მომავალი სწორედ სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, მსჯავრდებულების რისკის მიხედვით გადანაწილებასა და მათი რეაბილიტაცია/რესოცილიზაციის მხარდაჭერაშია“, -განაცხადა ხულორდავამ და ევროკავშირს პროექტის მხარდაჭერაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების მიმდინარეობისას, თამარ ხულორდავამ პროექტის ფარგლებში მომუშავე ექსპერტებს სამახსოვრო სიგელებიც გადასცა.
პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელის რენატე ვინთერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ქვაკუთხედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია და მისი დანერგვით საქართველომ წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
,,სამწლიანი პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ქვაკუთხედი სწორედ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი დანერგვით მთლიანად შეიცავლა სისხლის სამართლის სისტემა და ეს არის მნიშვნელიოვანი წინსვლა საქართველოსთვის“, _განაცხადა რენატე ვითერმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტი ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ 2012 წელს დაიწყო და მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოს ასრულებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















