გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები - თურნავა
საქართველო, თბილისი - 15:01 | 30.05.2019 ნანახია: 1358„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები, მათ შორის აგროტურიზმში. მსურს აღვნიშნო, რომ აგროტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს არის ჩვენი მომავალი, სადაც შერწყმულია ჩვენი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსის ეფექტური გამოყენება, ახალი ტიპის ტურისტის მოზიდვა, მეტი ოჯახის ჩართვა ამ ბიზნესში და მეტი ინკლუზიურობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ წინანდალში გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც კახეთის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.
„კახეთის რეგიონისთვის ასევე საინტერესოა სხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" - ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, უფრო მეტად ჩავრთოთ ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ეკონომიკურ ბრუნვაში. ასევე საინტერესოა მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე მეღვინეობა, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები - კახეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ჩვენ ეს მიმართულებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ" - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ მნიშვნელობას, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მისი შეფასებით, ეს არის წარმატებული პროგრამა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არსებობს განვითარების პოტენციალი. „აქედან გამომდინარე, მთავრობა მიდის იმაზე, რომ შეღავათიან ფასად, თუნდაც, ერთ ლარად, ინვესტორს შესაბამისი ვალდებულებებით გადავცეთ სახელმწიფო ქონება, მიწის ფართი, რომ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ადგილობრივი ბიზნესი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















