მერიაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 17.12.2015 ნანახია: 2000
თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობაზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიამ 2012 წლიდან განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობის კუთხით, კანონმდებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები გაჩნდა. დავით ნარმანიამ მაგალითად დაასახელადედაქალაქის ბიუჯეტის დაგემვაში მოქალაქეების ჩართულობა.
თბილისის მერმა ისაუბრა რეფორმის ორ მნიშვნელოვან ასპექტზე. მისი თქმით, პირველი ასპექტიახელისუფლებისა და მოსახლეობის მეტი სიახლოვე, ხოლო მეორე - არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, რადგან, მერის განცხადებით, ამომრჩეველმაისინი პირდაპირი არჩევის წესით, 50%-იანი ბარიერით აირჩია.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გზამკვლევზე. დოკუმენტი გუშინ კონგრესსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმდა. გზამკვლევში მოცემულია პროგრესის გაგრძელებისათვის საჭირო ნაბიჯები.კონგრესის პრეზიდენტის ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ქვეყანაში არსებული ძლიერი და დამოუკიდებელი მმართველობის კიდევ უფრო გამყარებას.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივი დარეგიონული კონგრესი აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობების განვითარებას. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით თბილისში. ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ მიდის ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი ინოვაციური მმართველობის თვალსაზრისით. რაც შეეხება კონგრესის გზამკვლევს, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტისათვის. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო რეფომებთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპული სტილის ადგილობრივ თვითმმართველობას. ძალიან საინტერესო თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს , მაგრამ მომავალში ვაპირებთ, სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გავიზიაროთ. ამასთან, მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც პერიოდულად კონგრესი გვაძლევს, იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ რეფორმის გზაზე“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















