„ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი“ - დავით ნარმანია
საქართველო, თბილისი - 14:49 | 17.12.2015 ნანახია: 1946
თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან და ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელ ალუდა გოგლიჩიძესთან ერთად მერიის მუნიციპალიტეტის ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ გამართულ პირველ ახალგაზრდულ კონფერენციას დაესწრო. „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ 2017 წლის თებერვალში განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რათა 2020 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება შეძლოს.
აღნიშნული სტატუსი ევროპულ ქალაქებს ერთი წლის ვადით გადაეცემა და ამით ეძლევათ შანსი, წარმოაჩინონ ქალაქი ევროპის მასშტაბით, წლის განმავლობაში ორგანიზებაგაუწიონ ადგილობრივ და ევროპულ ახალგაზრდულ აქტივობებს, ხელი შეუწყონ ქალაქის სოციალური, ეკონომოკური და კულტურული განვითარების პროცესს და შესაბამისად წარმოაჩინონ სტატუსის მქონე ქალაქი, როგორც ევროპის ღირსეული ნაწილი, რომელიც ზრუნავს ადგილობრივ და ევროპულ დონეზე ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებაზე.
სტატუსის მოპოვება სისტემური და გრძელვადიანი პროცესია, რომელშიცგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა დაახალგაზრდებისაქტიური მონაწილეობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული პრიორიტეტების შემუშავებადა მხარდაჭერა.დავით ნარმანიას განცხადებით,პროექტის „თბილისი - ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი 2020“დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების დაახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთამხარდაჭერის მოპოვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი ახალგაზრდული თვალსაზრისით იყოს უფრო მეტად აქტიური, იყოს უფრო მეტად ცოცხალი, სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ბევრ საინტერესო პროექტს და პროგრამას ახორციელებს, თუმცა, აქ არ ვჩერდებით და ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი. ამ მიზნით, 2016 წლის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა სახის მოსამზადებელი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რათა 2017 წლის გაზაფხულზე შესაბამისი განაცხადი წარვადგინოთ და 2020 წლისთვის მივიღოთ ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ევროპული სტილის ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე დავიწყეთ, მათ შორის არის თბილისში ევროპული ტიპის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სხვადასხვა სახის ევროპული მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარება და სხვა. ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ კარგი ბაზისი, რათა 2017-ში უფრო თავისუფლად და თამამად გავაკეთოთ განაცხადი სტატუსის მოპოვებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი პირველად 2009 წელს როტერდამს(ნიდერლანდები)გადაეცა. მომდევნო წლებში კი დამკვიდრდა პოლიტიკა, რომელიც ევროპისყველა ქალაქს შესაძლებლობას აძლევს გააკეთოს განაცხადი სტატუსის მოპოვების შესახებ. შემდგომ წლებში, ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდნენ: ტორინო(იტალია) 2010 წელს, ანტვერპენი (ბელგია) 2011 წელს, ბრაგა (პორტუგალია) 2012 წელს,მარიბორი (სლოვენია) 2013 წელს, თესალონიკი (საბერძნეთი) 2014 წელს. კლუჟ-ნაპოკა(რუმინეთი) კი, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქია. 2016 წელს ევროპისახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი განჯას (აზერბაიჯანი), ხოლო 2017 წელს ვარნას(ბულგარეთი) გადაეცემა. 2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მფლობელი ქალაქი კაშკაიში (პორტუგალია) იქნება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















