ვაკის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 13:30 | 18.12.2015 ნანახია: 1990
ვაკის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა. გამგეობის მიერ 2015 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თბილისის მთავრობის და საკრებულოს წევრებს გააცნო.
2015 წელს ვაკის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კეთილმოწყობის ღონისძიებებზე 2 946 000 ლარი დახარჯა. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 67 ობიექტზე განხორციელდა და მასზე 3 831 000 ლარი დაიხარჯა. ვაკეში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 31 სკვერი, 16 სპორტული მოედანი, ასევე, გაკეთდა 11 საყრდენი კედელი, ამათგან 6 კედელი მოეწყო სტიქიით გამოწვეული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით. 2 364 406 ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 405 პროექტი. სოციალური დახმარება გაეწია 7 477 მოქალაქეს და ამ დახმარებებზე 2 928 209 ლარი დაიხარჯა.
ვაკის გამგებელმა დეტალურად ისაუბრა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე. განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების დემონტაჟი და სპეც. ტექნიკით გაიწმინდა სტიქიით დაზიანებული უბნები. ასევე, მოეწყო 6 საყრდენი კედელი და აღდგა ვაკის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა.
13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების სტიქიის დღიდან მოყოლებული დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაში 705.735 ლარი დაიხარჯა. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 138 ოჯახს გაეწია, სულ გადარიცხულია 1 255 000 ლარი. ამჟამად გამგეობა ბინის ქირით 78 ოჯახს უზრუნველყოფს. ამასთან, როგორც გამგებელმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს II კატეგორიის დაზარალებულთა ბინების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ნოდარ ტურძელაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების დასაძლევად ეფექტურ ღონისძიებებს გეგმავს.
პრეზენტაცია ვაკის რაიონის გამგეობაში გაიმართა. მას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი მუსხელიშვილი და კობა ბაბუნაშვილი, ასევე საკრებულოს სხვს წარმომადგენლები და რამდენიმე რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















